საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის მმართველობა, მის საკუთრებაში მყოფი
სტადიონის, "პარკ დე პრენსის” ხანგრძლივვადიანი იჯარით გაცემასთან
დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს. France Football-ის ინფორმაციით,
ტენდერში მონაწილეობას მიიღებს საფეხბურთო კლუბი პსჟ, რომელიც საშინაო
შეხვედრებს სწორედ ამ არენაზე ატარებს და წარმატების შემთხვევაში,
დედაქალაქელები საკუთარი წლიური შემოსავლის 10-15 მილიონი ევროთი გაზრდას
გეგმავენ.
პარიზული კლუბის მთავარი აქციონერი ამერიკული ფონდი Colony Capital-ია და
კონკურსში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად სწორედ ის მიიჩნევა. სტადიონის
რეკონსტრუქციაზე ამერიკელები დაახლოებით ... კითხვის გაგრძელება »
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (FIFA) სპეციალურ სხდომას
ჩაატარებს, რომელზეც განიხილავენ საფრანგეთისა და ირლანდიის ეროვნულ
ნაკრებთა საპასუხო მატჩში (1:1) მომხდარს, როცა მსაჯმა, დამატებით დროში,
"სამფეროვანთათვის” მუნდიალის საგზურის მომტანი გოლი ჩათვალა, მიუხედავად
იმისა, რომ იგი თამაშის წესების ორმაგი დარღვევით (ჯერ თამაშგარე
მდგომარეობა არ დააფიქსირა, შემდეგ კი ანრის ხელით თამაში) გავიდა.
როგორც ცნობილია, ფიფამ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა, პარიზული მატჩის გადათამაშების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სპეციალური
სხდომა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამდე ორი
დღით ადრე, 2 დეკემბერს, კეიპტაუნში გაიმართება, სადაც მსოფლიო ფეხბურთის
თავკაცები ასევე იმსჯელებენ "ჩაწყობილი” მატჩების... კითხვის გაგრძელება »
ნიუკასლი იბრძვის პსჟ-ს თავდამსხმლის ყიდვისათვის, რათა პრემიერლიგას გაძლიერებული შემადგენლობოთ შეხვდეს. 29 წლის ფეხბრთელმა უკვე გადაწყვითა პსჟ-დან წასვლა და ეს ამბავი პსჟ-ს მწვრთელთანაც მოაგვარა. სავარაუდ ყველაზე გვიან იგი ზაფხულში დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს. პორცმუთი, ბარნლი და შეფილდ უინაიტედი უკვე უკავშირდებიან პანკრატს, მაგრამ განსაკუთრებული კონტაქტი მას მაინც ნიუკასლთან აქვს.
საფრანგეთისა და ირლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის მსოფლიოს 2010 წლის
ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩის შემდეგ, "მამლების”
კაპიტანი ტიერი ანრი სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის საპასუხო მატჩის (პირველი შეხვედრა ფრანგებმა
ირლანდიელებს 1:0 მოუგეს) დამატებით დროში ანრის პასით გალასმა ანგარიში
გაათანაბრა (1:1). თუმცა მანამდე "ბარსას” ფორვარდმა ხელით ითამაშა, რაც
თავადაც არ დაუმალავს. ამ შედეგით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა სამხრეთ
აფრიკაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მოგვიანებით კი, ფიფამ ირლანდიელთა
მიერ მატჩის გადათამაშების მოთხოვნა უარყო.
"პარასკევს, როდესაც მთელი ეს ისტორია ძალიან შორს წავიდა, წასვლაზე
სერიოზულად დავფიქრდი. მაგრამ ამგვარი აზრი პირველად არ მომსვლია თავში.
ეს ვიფიქრე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიო... კითხვის გაგრძელება »
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, ოთხშაბათს, "იუვენტუსთან" დაპირისპირება
"ბორდოს" შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს. ჟირონდელთა უმთავრესი
დანაკლისი გუნდის ფლეი-მეიკერი იოან გურკუფია.
23 წლის
ნახევარმცველს საზარდული აქვს დაზიანებული და ამის გამო, შაბათს,
"ვალანსიენთან" საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრაშიც ვერ მიიღო
მონაწილეობა. ცნობისთვის, გურკუფის გარეშე "ბორდომ" ეს მატჩი 0:1 დათმო,
რითაც წერტილი დაესვა 2007 წლის ოქტომბერში დაწყებულ საშინაო დაუმარცხებელ
სერიას.
"იუვენტუსთან" ჟირონდელებს, სავარაუდოდ, მარუან შამახიც დააკლდება.
გურკუფისგან განსხვავებით, ახლახანს გამოჯანმრთელებულმა თავდამსხმელმა
"ვალანსიენთან" კი ითამაშა, მაგრამ მატჩის მიწურულს მორიგი ტრავმა მიიღო
და ჯერჯერობით, ვარჯიშს ვერ ახერხებს. "ბორდოს" ექიმები შამახის საკითხს
ტურ... კითხვის გაგრძელება »
"ოსერმა” საფრანგეთის ჩემპიონობის მაძიებელი "ბორდოსა” და "ლიონის”
ჩავარდნა მაქსიმალურად გამოიყენა, შიდა პირველობაზე ზედიზედ მეშვიდე
შეხვედრაში იმარჯვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ლიდერთა
დაკარგული ქულებით სხვა მდევრებმაც იხეირეს და ცხრილის ზედა ნაწილში
ერთგვარი სიმჭიდროვე შექმნეს. მე-13 ტურის ორი შეხვედრა იმის გამო
გადაიდო, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა 20 ნოემბერს მე-10
ტურის გადადებული შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა. მაშინ ეს მატჩი
ცენტრალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელს ღორის გრიპი
აღმოაჩნდა და ის ახლაღა ჩატარდა. თამაშის მნიშვნელობა არც ახლა ... კითხვის გაგრძელება »
დათარსული აღმოჩნდა მე-13 ტური ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის მებრძოლი "ბორდოსა” და "ლიონისთვის”. პირველი საკუთარ მოედანზე "ვალანსიენთან” დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა, მეორემ კი კაცნაკლულ აუტსაიდერ "გრენობლს” ვერ აჯობა და 2 ქულა დაკარგა. ამით კარგად ისარგებლაოსერმა”, რომელმაც დღის დასკვნით შეხვედრაში უშუალო კონკურენტ "მონაკოს” 2:0 სძლია და მინიმუმმომავალ ტურამდე პირველ საფეხურზე აღზევდა. 21 ნოემბერი ბორდო. "ჟაკ შაბან-დელმა” 27300 ბორდო - ვალანსიენი 0:1 (0:1) ბორდო: კარასო, შალმე, სიანი, პლანიუსი, ტრემულინასი, პლაშილი (ჟუსი 59), ფერნანდო, გუფრანი (საივევენდელი, კავენაგი, შამახი (ბელონი 18). მწვრთნელი: ლორან ბლანი ვალანსიენი: ასემბე, მატერი (სებო 90), აბარდონადო, ბონგი, ტენე, კოადე (საესი 67), გომისი, სანჩესი, დუკურტიუ, ბენ ჰალფალახი, სამასა (ოდელი 54). მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე ... კითხვის გაგრძელება »
დაიბადა 1977 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთში ქალაქ სენეში. მისი
ახალგაზრდული კარიერა 1987–1992 წლებში ,,ავგ ფუტბოლის'' შემადგენლობაში
გაატარეა. მისმა კარგმა თამაშმა ,,INF Clairefontaine" დააინტერესა და იქ
1992-94 წელებში თამაშობდა. გალასის გამოკვეთილმა თამაშმა კაენს აიძულა,
რომ ეყიდა. 1995–1997 წლების განმავლობაში მან 34 თამაში ჩაატარა რის
შემდეგაც მარსელში გადაბარგდა და იქ 4 წელი ითამაშა. 84 ჩატარებული
მატჩიდან გალასმა 2 ბურთის თავის ანგარიშზე ჩაწერა შეძლო. ამის შემდეგ იგი
ინგლისის ფრემიერლიგაში კერძოდ ჩელსიში გადავიდა სადაც 159 ჩატარებული
მატჩიდან 12 გოლის გატანა შეძლო. 2006 წელს იგი ლონდონის არსენალში
გადავიდა და დღემდე იქ ასფარეზობს და 86 ჩატარებული მატჩიდან 12 გოლი
გაიტანა. რაც შეეხება მის ნაკრებში თამაშს მან ნაკრების 21 წლამდეშ... კითხვის გაგრძელება »
ჰატემ ბენ არფას კლუბის მთავარ მწვრთნელთან ჰქონდა ლაპრაკი მის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კლუბში. 22 წლის ტალანტს მარსელში სათამაშო დრო თითქმის არ გააჩნია რაზეც ძალიან წუხს და განიცდის. ახალგაზრდა ფორვარდი მარსელში 11.5 მილიონ ევროდ ლიონიდან 2008 წლის გაზაფხულზე გადმოვიდა რადგან ბენზემას და სიდნი გოუს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია. მას სურს რომ გნდში მთლიანად დატვირთული იყოს რასაც მარსელში ვერ აღწევს და იძულებულია გადასვლაზე იფიქროს მისით ტოტენჰემი, სევილია და ვილეარეალი არიან დაინტერესებულები.